Thursday, March 9, 2017

ინტელის კურსის რეფლექსია




ყველა ტრენინგი საინტერესოა პროფესიული განვითარების თვალსაზრისით, მაგრამ ინტელის ძირითადი სასწავლო კურსი განსაკუთრებით  მომეწონა, ძალზე საინტერესო იყო, რადგან აქ შევისწავლეთ პროექტებით სწავლება. გავეცანით რვა მოდულს. მართალია, სამუშაო მრავალფეროვანი იყო, მოკლე დროში საკმაოდ ბევრი ინფორმაციის მოსმენა და გადამუშავება მიწევდა, ამას ემატებოდა პრაქტიკული სავარჯიშოები, მაგრამ, ვფიქრობ, შედეგიანი და ნაყოფიერი იყო ჩემი მუშაობა, რაც აისახება ბლოგზე.
გავეცანით სილაბუსს, ინტელის კურსის მიზნებს, გზამკვლევს, შევქმენით ელექტრონული საქაღალდე, თითოეული საქაღალდე დავასათაურეთ და განვათავსეთ შესაბამისი ინფორმაციები, მასალები.შევარჩიეთ პროექტის თემა და შევურჩიეთ სათაური. გაცეცანით ბუკლეტისა და გაზეთის შაბლონებს, ვნახეთ მათი ელექტრონული ნიმუშები და შევქმენით ჩვენ მიერ შერჩეული თემის შესაბამისი ბუკლეტი. გავეცანით პროექტის გეგმის შაბლონს, განვიხილეთ გეგმის თითოეული პუნქტი, ვნახეთ გეგმის ნიმუში და შევუდექით ჩვენი პროექტის გეგმის წერას.ჩამოვაყალიბეთ შენაარსი,გავწერეთ მიზნები და მოსალოდნელი შედეგები, გავეცანით შეფასების ეტაპებს, თითოეულ ეტაპზე გამოსაყენებელ მეთოდსა და შესაბამის ინსტრუმენტებს და შევარჩიეთ ჩვენი თემის შესატყვისი მეთოდები და ინსტრუმენტები.განვამტკიცეთ google drive-ში მუშაობის მექანიზმები.
შევადგინეთ დროში გაწერილი გეგმები, შევისწავლეთ პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია, პორტფოლიოს შექმნა და ბლოგზე გადატანა.
 ვისწავლეთ გამოყენებული ლიტერატურის შაბლონები, კომენტარები ბლოგზე, შევქმენით მოსწავლის ნიმუშის ბლოგი. ვისწავლეთ ბლოგის სათაურის შეცვლა, ბლოგის წაშლა, აღდგენა. ვისწავლეთ, რომ გაჯეტი არის ტექნოლოგიური ინსტრუმენტი.გავეცანით მოსწავლის პრეზენტაციას, შეფასებებს, ვიმუშავეთ ბლოგზე.
ტრენინგის მე- 7 დღეც საინტერესო აღმოჩნდა.ამ მოდულში გავეცანით, რომ პროექტზე მუშაობისას აუცილებლად გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა მოსწავლის საჭიროება. ვისწავლეთ ბლოგის გაჯეტში საათის, კალენდრისა და სხვა საჭირო ინფორმაციის ჩასმა, ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე.
 შევქმენით ფასილიტაციის რესურსი. გადავხედეთ პორტფოლიოს და ავტვირთეთ ბლოგზე.
 ვისწავლეთ ბლოგის გვერდების ჩასმა. შევქმენით ალბომი და გადავიტანეთ ბლოგზე. ბოლოს ტრენინგის თითოეულმა მონაწილემ წარადგინა პროექტი.
ჩემი აზრით, ინტელის სასწავლო პროგრამა აქტუალურია, რადგან ამ პროგრამით 21-ე საუკუნის იმ უნარ- ჩვევების განვითარებას ვთავაზობთ მოსწავლეებს, რომელთა გარეშეც დღევანდელი სკოლა წარმოუდგენელია.

No comments:

Post a Comment