Saturday, February 25, 2017

მეოთხე დღის რეფლექსია

გავეცანით სილაბუსს, შევქმენით ელექტრონული საქაღალდე, თითოეული საქაღალდე დავასათაურეთ და განვათავსეთ შესაბამისი ინფორმაციები, მასალები.შევარჩიეთ პროექტის თემა და შევურჩიეთ სათაური. გაცეცანით ბუკლეტისა და გაზეთის შაბლონებს, ვნახეთ მათი ელექტრონული ნიმუშები და შევქმენით ჩვენ მიერ შერჩეული თემის შესაბამისი ბუკლეტი. გავეცანით პროექტის გეგმის შაბლონს, განვიხილეთ გეგმის თითოეული პუნქტი, ვნახეთ გეგმის ნიმუში და შევუდექით ჩვენი პროექტის გეგმის წერას.ჩამოვაყალიბეთ შენაარსი,გავწერეთ მიზნები და მოსალოდნელი შედეგები, გავეცანით შეფასების ეტაპებს, თითოეულ ეტაპზე გამოსაყენებელ მეთოდსა და შესაბამის ინსტრუმენტებს და შევარჩიეთ ჩვენი თემის შესატყვისი მეთოდები და ინსტრუმენტები.განვამტკიცეთ google drive-ში მუშაობის მექანიზმები.
ტრენინგ-კურსი მეტად საინტერესოდ და მნიშვნელოვნად მიმაჩნია.