Sunday, November 13, 2011

პროექტი - ჟარგონი თანამედროვე ახალგაზრდობის მეტყველებაში

პროექტის აქტუალობა/მნიშვნელობა
ენა ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც განიცდის მუდმივ ცვლილებას.ეს ცვლილებები ხშირად აუცილებლობით არის განპირობებული, თუმცა ფაქტია, რომ მისი დაბინძურებაც ხდება.დრეს ინტერესი ძირითადად მიმართულია უცხო ენებისადმი, მშობლიური ენის მიმართ კი ჩვენი ყურადღება ნაკლებია, თითქოს ვერც კი ვამჩნევთ როგორ ბინძურდება ჩვენი ენა, ამიტომაც თანამედროვე ახალგაზრდობის ლექსიკით დავინტერესდით და გადავწყვიტეთ მისი შესწავლა. სამწუხარო ფაქტია, რომ მათი ლექსიკა სავსეა ჟარგონებით.ვფიქრობთ ეს ველაფერი სერიოზულ საფრთხეს უქმნის მრავალსაუკუნოვან ქართულს, ამოტომაც შევეცდებით ამ პრობლემის ფართო მასშტაბით გაშუქებას,პროპაგანდას გავუწევთ მშობლიური ენის სიწმინდის დაცვას. უფრო მეტიც, ჩვენ მიერ მოპოვებულ მასალას გვინდა ბუკლეტის სახეც მივცეთ მივაწოდოთ ახალგაზრდებს, რიტაც პროექტის მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზრდება.
პროექტის მიზნები:
  • ხელი შეუწყოს ქართული ენის სიწმინდის დაცვას
  • ახალგაზრდობას დაანახოს რამდენად საზიანოა ენისთვის ჟარგონების გამოყენება
  • მოსწავლეებს ჩამოუყალიბოს კვლევის, ანალიტიკური აზროვმების, თანამშრომლობის უნარები
  • ხელი შეუწყოს მათი მოქალაქეობრივი ღირებულებების ჩამოყალიბებას, ეროვნული სულისკვეთების ამაღლებას
  • პროექტი ყურადსაღებია ნებისმიერი მოქალაქისთვის , ვისთვისაც ძვირფასია ეროვნული ფასეულობები
მონაწილეთა ასაკი:  14  წელი
    
პროექტზე მუშაობის ვადები: 1  თვე
 
მოსალოდნელი შედეგები: ბუკლეტის შექმნა და პრეზენტაცია
პროექტისთვის საჭირო რესურსები : "ქართული ენის ლექსიკონი",კომპიუტერი, ინტერნეტი
პროექტის მსვლელობა:
  • ჯგუფი შეიქმნება მოსწავლეთა ინტერესებისა და შესაძლებლობების გათვალისინებით აირჩევა ჯგუფის ლიდერი
  • ჯგუფი შეიმუშავებს გეგმას, რის მიხედვითაც უნდა განხორციელდეს პროექტი. ჯგუფის თითოეულ წევრს ეძლევა კონკრეტული დავალება და ამ დავალების შესრულებისთვის განსაზღვრული დრო
  • დასაკვირვებლად და შესასწავლად შეირჩევა მოსწავლეთა ასაკი
  • შეგროვდება ჟარგონები, რომლებსაც ისინი გამოიყენებენ ყოველდღიურ მეტყველებაში
  • მოიძებნება ჟარგონთა სალიტერატურო  შესატყვისობები
  • შეიქმნება სტსტისტიკური მონაცემები
  • შეიქმნება ბუკლეტი 
  • მოხდება ბუკლეტის პრეზენტაცია
  • პროექტის შემაჯამებელი შეფასება
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ქართული სალიტერატურო ენის ნორმების ცოდნა და ყოველღიურ ცხოვრებაში მათი გამიყენება,ანალიტიკური  და კვლევითი უნარების შეძენა– ჩამოყალიბება
პროექტის ხელმძღვანელი : სოფიო  მშვენიერაძე
ხელმძღვანელის ელ.ფოსტის მისამართი:   mshvenieradzesofio@gmail.com 

პროექტის ვებ– გვერდი:

No comments:

Post a Comment